logo_geo
eng_logo
თამარ მახარობლიძე: სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე ლევან მურუსიძეს სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლო
- +

7 მაისი. 2019. 16:04

 

 

 

„ეს არის პოლიტიკური დევნა ლევან მურუსიძის მიმართ. გირგვლიანის საქმის პერსონიფიცირება მოხდა მხოლოდ ლევან მურუსიძეზე და ერთ ინსტანციაზე, რაც არასწორია“, - ამის შესახებ დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე სამართალმცოდნე თამარ მახარობლიძემ განაცხადა. 

 

შეხვედრის ფარგლებში მოსამართლეები და იურისტები სასამართლოს საქმიანობის შეფასების სტანდარტებს განიხილავდნენ. თამარ მახარობლიძის თქმით, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე ლევან მურუსიძეს სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლო.

 

დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტის მხარდაჭერით გაიმართა მრგვალი მაგიდა - სამართლებრივი დიალოგი მოსამართლის საქმიანობის შეფასების სტანდარტების შესახებ. ამ ფორმატში განხილული იყო ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე, რომელიც უკავშირდება ლევან მურუსიძეს, რომელიც იყო უზენაეს სასამართლოში ამ საქმის განმხილველი მოსამართლე.

 

„მრგვალი მაგიდის ფარგლებში მოხდა ყველა იმ სადავო საკითხის მიმართ სამართლებრივი მსჯელობა, რომელიც ამ საქმეში არსებობს, რის საფუძველზეც ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა და სამართლებრივად ლევან მურუსიძეს ვერაფერში შევედავებით“, - განაცხადა თამარ მახარობლიძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner