logo_geo
eng_logo
ტარიელ კაკაბაძე: გირგვლიანის საქმეზე ძირითადი კრიტიკის ობიექტი უნდა გამხდარიყო პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოები
- +

7 მაისი. 2019. 16:13

 

„გირგვლიანის საქმეზე ძირითადი კრიტიკის ობიექტი უნდა გამხდარიყო პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოები და ნაკლებად უზენაესი სასამართლო“, - ეს განცხადება ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ თსუ-ში გამართულ სამართლებრივ დიალოგზე გააკეთა. შეხვედრა მოსამართლეების საქმიანობის შეფასების სტანდარტებს შეეხებოდა.

 

მისი თქმით, წინა ხელისუფლების დროს გამამტყუნებელი განაჩენი გამოჰქონდათ მტკიცებულებების გარეშე.

 

„აქ უფრო მეტი კრიტიკა უნდა ყოფილიყო პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეებზე, რომლებმაც არა თუ არ გააკეთეს ის, რაც შეეძლოთ, არამედ არ გააკეთეს ის, რისი ვალდებულებაც ჰქონდათ. მოკლედ რომ ვთქვათ, მათ არასწორი გადაწყვეტილებები მიიღეს. მურუსიძეს რაც შეეძლო, ყველაფერი გააკეთა. ჩემი აზრით, წინა ხელისუფლების დროსაც ყველაზე ცუდი არის ის, რომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოჰქონდათ მტკიცებულებების გარეშე, ისე, რომ ხშირად არც კი ხდება რეალურ მტკიცებულებაზე მითითება, რომლითაც დასტურდება, რომ კონკრეტულმა პირმა ჩაიდინა დანაშაული“, - განაცხადა კაკაბაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner