logo_geo
eng_logo
სადახლოზე არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს
- +

7 მაისი. 2019. 16:17

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 3 მაისს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქის კ.ტ-ს, მართვის ქვეშ არსებული  ავტომობილის დათვალიერებისას, სპეციალურად მოწყობილი სამალავში, არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ, სხვადასხვა დასახელების მედიკამენტები აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 11,409,99 ლარი შეადგინა.

 

საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10-ე ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს  სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა,  11409,99 ლარის ოდენობით შეეფარდა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner