logo_geo
eng_logo
სადახლოზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
- +

7 მაისი. 2019. 16:19

 

 

„19 აპრილსა და 7 მაისს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქეების ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამში 10,800 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს“, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

 

„19 აპრილს გამოვლენილი სამართალდარღვევის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა. ხოლო 7 მაისის, ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ  მოქალაქეს, ჩამოერთვა საქონელი და ფულადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით შეეფარდა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner