logo_geo
eng_logo
სოსო მანჯავიძე: საქართველო თურმე, არა მარტო „დაჩექინებულა,“ არამედ გაბრწყინებულა...
- +

29 მაისი. 2016. 01:59


თბილისის საკრებულოს წევრი სოსო მანჯავიძე „დინამო არენაზე" რობი უილიამსის კონცერტს სოციალურ ქსელში აფასებს:



„ბოლომდე უყურეთ და კულტურის მინისტრს მოუსმინეთ.

 

საქართველო თურმე, არა მარტო დაჩექინებულა, არამედ გაბრწყინებულა რობი უილიამსის ჩამოსვლის შედეგად.

 

პროვინციალიზმი გამიგია, მაგრამ ასეთი ნამდვილად არა.

და კიდევ. საინტერესოა, რა მიიღო ქვეყანამ ასეთი საბიუჯეტო ხარჯის შედეგად.

თუმცა, რაც მიიღო კი გვაჩვენა ბატონმა რობიმ მეტად მისთვის დამახასიათებელი პოზით."- წერს მანჯავიძე სოციალურ ქსელში.




 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner