logo_geo
eng_logo
შსს-მ ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 პირი
- +

7 მაისი. 2019. 17:30

 

 

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცხელ კვალზე კიდევ ერთი დანაშაული გახსნა. თბილისი პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის სამმართველოს თანამშრომლებმა 1952 წელს დაბადებული მამაკაცი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს“, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 7 მაისს, თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებულ სატრანსპორტო კომპანიის სამარშუტო ავტობუსის მძღოლს გ. ბ.-ს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლე საფრთხე არ ემუქრება.

 

პოლიციამ გ.ყ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა.

 

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner