logo_geo
eng_logo
მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის შენობის წინ იმყოფება, თუმცა ადვოკატების გარეშე მედიასთან კომენტარს არ აკეთებს
- +

7 მაისი. 2019. 17:38

 

მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელიც ამ წუთებში პარლამენტის შენობის წინ კარავში იმყოფება, ადვოკატების გარეშე მედიასთან კომენტარს არ აკეთებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებების შესახებ კომენტარს მხოლოდ ადვოკატების თანდასწრებით გააკეთებს.

 

სავარაუდოდ, პარლამენტის შენობის წინ მისი ადვოკატები რამდენიმე წუთში მივლენ.

 

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობა ჰქონდა განზრახული.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner