logo_geo
eng_logo
სოსო მანჯავიძე: ეს ინფორმაციულ- პოლიტიკური რეპტილოიდები...
- +

29 მაისი. 2016. 04:04


თბილისის საკრებულოს წევრის სოსო მანჯავიძის განცხადებით საზოგადოებამ ინფორმაციის მიღებისას მედიის გარკვეული დიფერენცირება უნდა მოახდინოს და კონკრეტულ ტელეკომპანიას „უსალმობით დაემუქროს".

 

 

დროა, საქართველო განთავისუფლდეს "ე.წ' ''ლიბერალიზმით" შენიღბული ფაშიზმისაგან. ამ დანაშაულებრივი, კაცთმოძულე იდეოლოგიის მომხრების ამოცნობა ძნელი არაა. ისინი ყოველდღე იყრიან თავს თავიანთ ბუდეში- რუსთავი-2-ში.

 

ძველებს კარგად ესმოდათ, ზნეობრივი გახრწნილება გადამდებია, რომ ერთი დამპალი ვაშლი მთელ კალათას ალპობს, ამიტომ აუცილებლად მიაჩნდათ ასეთთა განტვინვა ან განკვეთა.

 

განტვინვა არ გვინდა, სასტიკია და თან ვერ გაგვიგებენ, მაგრამ ვერავინ დაგვიშლის მათ ობსტრუქციას, ანუ განკვეთას.

 

არ ვუყუროთ რუსთავი 2-და მის კლონებს, უსალმობით დავემუქროთ და თუ გონს არ მოეგებიან უსალმობით დავსაჯოთ  ეს საოცარი ინფორმაციულ- პოლიტიკური რეპტილოიდები.

 

არ შეიძლება მათ მიერ გაწერილი დღის წესრიგით ცხოვრება. არ შეიძლება ყველგან რუსთავი2-იყოს ჩართული. ინფორმაცია საკვებია გონებისთვის და ემოციებისთვის, ტოქსიკური ინფორმაციით არის მოწამლული მთელი ერი.

 

პრობლემა ისაა, რომ ინფორმაციულ ტოქსინებს, ნარკოტიკების მსგავსად მიჩვევის ეფექტი აქვთ.

 

ამიტომ ვერ რთავენ, უყურებენ, აგინებენ და მაინც მის მიერ ჩანერგილი განწყობით ცხოვრობენ.

ამიტომ უნდა გამოვრთოთ ეს აპოკალიფსური მეძავი რაც შეიძლება მალე. ზედმეტი სენტიმენტების გარეშე."- წერს მანჯავიძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner