logo_geo
eng_logo
სოფო ქაცარავა: „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ ძალიან წარმატებული ინიციატივა და ფორმატია
- +

7 მაისი. 2019. 18:13

 

„დღევანდელი გადმოსახედიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ ძალიან წარმატებული ინიციატივა და ფორმატია“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავამ განაცხადა.

 

მისი შეფასებით, ამ ფორმატით საქართველომ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ბევრი სიკეთე მიიღო.

 

„დღეს სიმბოლური დღეა. „აღმოსავლეთ პარტნიორობას“ საფუძველი 10 წლის წინ ჩაეყარა. დღევანდელი გადმოსახედიდან ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ძალიან წარმატებული ინიციატივა და ფორმატია, რისი საშუალებითაც საქართველომ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ბევრი სიკეთე მიიღო. მომავალში პერსპექტივა და შესაძლებლობაა, რომ ევროკავშირთან კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ და გავამყაროთ თანამშრომლობა, რის საშუალებასაც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატი გვაძლევს“, - განაცხადა სოფო ქაცარავამ.

 

მისი თქმით, საქართველომ მაქსიმალურად და ეფექტიანად გამოიყენა „აღმოსავალეთ პარტნიორობის“ ფორმატის შესაძლებლობები.

 

„ვფიქრობ, საქართველოსთან მიმართებაში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატის ფარგლებში რა შესაძლებლობაც არსებობდა, მაქსიმალურად და ეფექტიანად ვიყენებთ ყველა ინსტრუმენტს. ჩვენი ამოცანაა, ყველა სიკეთე, რასაც ევროკავშირი და ევროკავშირში არსებული ფორმატები გვაძლევს, ჩვენს მოქალაქეებზე აისახოს“, - განაცხადა სოფო ქაცარავამ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner