logo_geo
eng_logo
გოგა კიკილაშვილი: უზენაეს სასამართლოს არანაირი ბერკეტი ჰქონდა იმისა, რომ განსხვავებული შედეგი დამდგარიყო „გირგვლიანის საქმეზე“
- +

7 მაისი. 2019. 19:13

 

 

სამართლის პროფესორის გოგა კიკილაშვილის განცხადებით, სანდრო გირგვლიანის საქმეზე უზენაეს სასამართლოს განხილვის სტადიაზე რაიმე განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლო.

 

როგორც კელენჯერიძემ თსუ-ში, მრგვალი მაგიდის – „სამართლებრივი დიალოგი – მოსამართლის საქმიანობის შეფასების სტანდარტები“ ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, აღნიშნულ ინსტანციას რომც ეცადა გარკვეული მინიშნებების ჩადება სამოტივაციო ნაწილში, ეს არ იქნებოდა რაიმე განსხვავებული შედეგის მომტანი.

 

„დღევანდელი ღონისძიება - ეს იყო წმინდა სამართლებრივი დიალოგი, რომელიც შეეხებოდა, მხოლოდ და მხოლოდ, სამართლებრივ ანალიზს. ერთ-ერთი კომპონენტი იყო სანდრო გირგვლიანის საქმე. უზენაეს სასამართლოზე როცა ვმსჯელობთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ უზენაეს სასამართლოს არანაირი ბერკეტი ჰქონდა იმისა, რომ განსხვავებული შედეგი დამდგარიყო "გირგვლიანის საქმეზე". ამ ინსტანციას რომც ეცადა გარკვეული მინიშნებების ჩადება სამოტივაციო ნაწილში, ეს არ იქნებოდა რაიმე განსხვავებული შედეგის მომტანი. შესაბამისად, პროცედურულად სწორად იყო გაკეთებული ყველაფერი.. მართალია, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, შეიძლება, უკანონო ყოფილიყო, მაგრამ არანაირი სამართლებრივი არგუმენტი მოიძებნება ამისთვის. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასაც თუ გავეცნობით, იქაც არის მითითებული, რომ რეალური პრობლემა იყო პირველ და მეორე ინსტანციაში და საერთოდ არაა ნახსენები საკასაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. რაც შეეხება, უშუალოდ, ლევან მურუსიძეს - პერსონიფიცირების პრობლემა აქტუალურია ყველა თემასთან დაკავშირებით, რაც კი გამოდის საზოგადოების განხილვის სფეროში. ამ შემთხვევაშიც იგივე სიტუაციაა რეზონანსული თემის ერთ კონკრეტულ პირთან - ლევან მურუსიძესთან აფილირება მოხდა ავტომატურად, რაც ნიშნავს, რომ სამოქალაქო საზოგადოება არ არის იმ დონეზე საქართველოში, რომ სათანადო სამართლებრივი ცოდნა ჰქონდეს, რათა სრულად შეაფასოს პროცესები სწორად. ამიტომ, ძალიან მარტივია, როდესაც ასეთი თემების ერთ კონკრეტულ სუბიექტთან მიბმა ხდება“, - განაცხადა გოგა კიკილაშვილმა.

 

 

დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე „სამართლებრივი დიალოგი – მოსამართლის საქმიანობის შეფასების სტანდარტები“ ფარგლებში მოსამართლეები და იურისტები სასამართლოს საქმიანობის შეფასების სტანდარტებს განიხილავდნენ.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner