logo_geo
eng_logo
მაია ცქიტიშვილმა ძველ ხიბულაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
- +

7 მაისი. 2019. 19:53

 

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა, ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ჩხეტიანმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს და ეკლესიის პროექტს გაეცნენ, რომლის აშენებაც მუზეუმის მიმდებარედ იგეგმება.

 

მინისტრთან ერთად, მემორიალურ სახლში მიმდინარე სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავამ დაათვალიერეს.

 

„ძველ ხიბულაში მიმდინარე პროექტები არის იმის მაგალითი, თუ როგორ თანამშრომლობს ფონდი „ქართუ“ და სახელმწიფო. ასევე, იგეგმება ეკლესიის მშენებლობა, რომელიც იქნება კომპლექსი, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება პატივი მიაგოს ზვიად გამსახურდიას ხსოვნას“, - აღნიშნა მინისტრმა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner