logo_geo
eng_logo
ზუგდიდში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს
- +

7 მაისი. 2019. 22:34

 

ზუგდიდში, ფაიფურის დასახლების ერთ-ერთი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს.

 

არსებული ინფორმაციით, 1955 წელს დაბადებული ვ. ს. რამდენიმე დღის განმავლობაში არ გამოჩენილა, რის შემდეგაც მეზობლებმა სამართალდამცველები გამოიძახეს.

 

თვითმხილველების თქმით, გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა. გარდაცვლილის შვილი ამბობს, რომ მამას გული აწუხებდა.

 

საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 115 – ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მოყვანას გულისხმობს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner