logo_geo
eng_logo
პაატა ბურჭულაძე: ჩვენ მოვდივართ ხელისუფლებაში და ეს გარდაუვალია!
- +

29 მაისი. 2016. 10:37


 

მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის" დამფუძნებელის პაატა ბურჭულაძის განცხადებით, მისი სურვილია, მისი სახით ქართულ პოლიტიკას კიდევ ერთი პოლიტიკოსი შემატოს. როგორც მან მოძრაობის ყრილობაზე განაცხადა, „სახელმწიფო ხალხისთვის" უფრო ეფექტური იქნება ვიდრე წინა მთავრობები.



მე ბევრ თქვენგანს პირადად ვიცნობ, ბოლო რამდენიმე თვეა ფეხით შემოვიარე საქართველო. ვიყავი კახეთში, გურიაში, სამეგრელოში, იმერეთში, აჭარაში, ქვემო ქართლში. ბევრი პირადად გავიცანი, ბევრს ხელი ჩამოვართვი. ჩემი სურვილი ნამდვილად არ არის, რომ ქართულ პოლიტიკას კიდევ ერთი პოლიტიკოსი შევმატო ჩემი სახით. ჩვენ უნდა შევცვალოთ საქართველო, ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ ახალი სახელმწიფო, რომელიც ნამდვილად იქნება ხალხისთვის, ამიტომ, ჩვენ მარტო პოლიტიკაში კი არ მოვდივართ, ჩვენ მოვდივართ ამ ქვეყნის ხელისუფლებაში და ეს გარდაუვალია! ჩვენ ვიქნებით უფრო ეფექტური, ვიდრე წინა მთავრობები! ჩვენ ვიქნებით უფრო კაცთმოყვარე და სამართლიანი, ვიდრე წინა მთავრობები! მე მწამს, რომ ეს მნიშვნელოვანი წუთებია თითოეული ჩვენგანის ისტორიაში, რადგან დღეს იბადება მოძრაობა, რომელიც გამოაღვიძებს მიძინებულ საქართველოს, რადგან დღეს იბადება ძალა, რომელიც არა შუღლით და მტრობით და ერთმანეთის შეურაწყოფით, არამედ სიყვარულით და ერთმანეთის პატივისცემით შექმნის ახალ სახელმწიფოს, სახელმწიფოს ხალხისთვის!" - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner