logo_geo
eng_logo
გიორგი გიგაური: მაჩალიკაშვილმა აღიარა! ყველა კითხვის ნიშანი მოხსნილია!
- +

8 მაისი. 2019. 00:47

 

მაჩალიკაშვილმა აღიარა!

ყველა კითხვის ნიშანი მოხსნილია!

 

მალხაზ მაჩალიკაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში, პირდაპირ აღიარა, რომ სუს-ის ყოფილი შეფის სოსო გოგაშვილის მამამისის საფლავზე აფეთქებაზე მართლაც ელაპარაკებოდა თავის ძმიშვილს:

 

„თუ მე საშიში ვარ ამ ქვეყნისთვის, თუ მე ტერორისტი ვარ, რატომ არ მაკავებენ ამდენი ხანი? 2 თვის წინ სადღაც გამწარების დროს ნათქვამი და ჩაწერილი სიტყვების გამო დღეს ტერორისტს მეძახიან...“

 

ანუ, ეს ყველაფერი სააღდგომოდ, მამის საფლავზე მისული გოგაშვილის ასაფეთქებლად იგეგმებოდა!

 

გამწარებული ვიყავიო, ეს არაა გამამართლებელი არგუმენტი!

 

სწორედ, გამწარებული ხალხი აწყობს ტერაქტებს, აბა, რომელი ტერორისტია ზნეკეთილი „დედა ტერეზა“?!

 

მოკლედ, სასწრაფოდ დასაკავებელია!

ის საშიშია საზოგადოებისთვის!

 

გიორგი გიგაური

 

***

 

აქვე გთავაზობთ მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებას:

 

„9 თვეა თბილისის ცენტრში ქუჩაში ვდგავარ. თუ მე საშიში ვარ ამ ქვეყნისთვის, თუ მე ტერორისტი ვარ, რატომ არ მაკავებენ ამდენი ხანი?“ - ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილი facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში საუბრობს, რითაც სუს-ის მიერ მის წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებებს ეხმაურება. სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებაში მაჩალიკაშვილი ადასტურებს, რომ მას შვილის მკვლელობაში დამნაშავე პირების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვება სურს, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ ეს დანაშაულის ჩადენას არ გულისხმობს. „ინტერპრესნიუსი“ მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს უცვლელად გთავაზობთ:

 

„1 წელზე მეტი ხანი გავიდა ჩემს სახლში სუს-ის მიერ ტერორისტული აქტის ჩადენის შემდეგ და ხელისუფლებას არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს ჩემი შვილის მკვლელობის საქმეზე სიმართლის დასადგენად. ეს ხელისუფლება ჩემი და ჩემი ოჯახის ტრაგედიის მიმართ არის ყრუ და ბრმა. ამ პირობებში ხელისუფლება აგრძელებს ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ მიმართულ ემოციურ, საინფორმაციო და სამართლებრივ ომს. სახელმწიფო ყოველ დღე გვანადგურებს ჩვენ და ეს პროცესი ერთი წელია უწყვეტად გრძელდება. უკვე შევეგუეთ! არც ერთი წამი შვება, იმედი არავინ გვაჩვენა! მე 1 წელია სამართლებრივი და პოლიტიკური გზებით ვიბრძვი სამართლიანობისთვის და ღირსებისთვის. ამ ბრძოლაში მეგონა, რომ მარტო ვიყავი, თუმცა, ჩვენს საზოგადოებაში ნამდვილი მეგობრები და მხარდამჭერები შევიძინე. საქართველო ჩემი სამშობლოა და მე ამ ქვეყნის შვილი და მოქალაქე ვარ. როგორ შეიძლება საკუთარი ქვეყნის და ხალხის ერთგული ადამიანი ტერორისტად გამოაცხადონ ?! ხომ აშკარაა, რომ სუს-ის მიზანია მე, ჩემი ოჯახი ისევ ტერორისტებად მოგვნათლოს და ამ სახელით გაგვანადგუროს?! 9 თვეა თბილისის ცენტრში ქუჩაში ვდგავარ დღე და ღამე, სიცივეში და პაპანაქებაში. თუ მე საშიში ვარ ამ ქვეყნისთვის, თუ მე ტერორისტი ვარ რატომ არ მაკავებენ ამდენი ხანი? 2 თვის წინ სადღაც გამწარების დროს ნათქვამი და ჩაწერილი სიტყვების გამო დღეს ტერორისტს მეძახიან. რატომ არ წამასწრეს დანაშაულზე და არ დამაკავეს, თუ ტერორისტი ვარ? კი, მე სულ მაქვს სურვილი გავიგო იმ ადამიანების შესახებ მეტი, ვინც შვილი მომიკლა, მაგრამ ეს დანაშაულის ჩადენაა? არავის გისურვებთ ამ სისასტიკის განცდას, რომელიც მე და ჩემმა ოჯახმა განვიცადეთ. გამწარებული მამის, შვილმოკლული მამის მუდმივი დევნა, თვალთვალი და მისი სიბრაზის დროს ნათქვამი სიტყვების დევნა და გასაჯაროვება ეს არის სახელმწიფოს დანიშნულება?! მე მშვიდობიანი და სამართლებრივი ბრძოლის გზიდან არ გადამიხვევია. არც არასდროს გადავუხვევ! მე ვრჩები კარავში და ვაგრძელებ სამართლებრივ ბრძოლას! თუ მე საფრთხეს წარმოვადგენ, მზად ვარ დამაკავონ! ჩემი სიცოცხლე უკვე დიდი ხანია დასრულდა. ყველას გისურვებთ მშვიდობას,” - წერს მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner