logo_geo
eng_logo
პრეზიდენტის მოწვევით, 30 მაისს, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება
- +

29 მაისი. 2016. 10:39



30 მაისს, საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება.



სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია სამი საკითხის განხილვა:

1. მზადება NATO-ს ვარშავის სამიტისთვის;

2. რეგიონული უსაფრთხოების საკითხები;

3. უსაფრთხოების გარემო საოკუპაციო ხაზის მიმდებარე რაიონებში



ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან საბჭოს მუდმივი წევრები.

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა პრეზიდენტის რეზიდენციაში 30 მაისს, 15:00 საათზე გაიმართება.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner