30 მაისს, საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია სამი საკითხის განხილვა:
1. მზადება NATO-ს ვარშავის სამიტისთვის;
2. რეგიონული უსაფრთხოების საკითხები;
3. უსაფრთხოების გარემო საოკუპაციო ხაზის მიმდებარე რაიონებში
ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან საბჭოს მუდმივი წევრები.
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა პრეზიდენტის რეზიდენციაში 30 მაისს, 15:00 საათზე გაიმართება.