logo_geo
eng_logo
სოფო კილაძის ინიციატივით, შრომის უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე თემატური მოკვლევის ჯგუფი შეიქმნა
- +

8 მაისი. 2019. 11:57

 

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის ინიციატივით, შრომის უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე „თემატური მოკვლევის ჯგუფი“ შეიქმნა. ჯგუფი საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების ფარგლებში იმუშავებს.

 

ინიციატივის მიზანია, პარლამენტის წევრებმა უფრო დეტალურად შეისწავლონ და გააანალიზონ საქართველოში შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება.

 

მოკვლევის პროცესში ჩაერთვებიან სახელმწიფო უწყებები, არასამთავრობო ორგანიზაციები, პროფკავშირები, ბიზნეს ასოციაციები. თემატური მოკვლევის ბოლოს, შესაბამისი ინფორმაციისა და ანალიზის საფუძველზე ჯგუფი შეიმუშავებს დასკვნას, რომელშიც ასახული იქნება შესაბამისი გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.

 

„თემატური მოკვლევის ჯგუფი“ 2019 წლის 9 მაისიდან 9 ივლისის ჩათვლით იმუშავებს.

 

„თემატური მოკვლევის ჯგუფის“ შექმნა მას შემდეგ გადაწყდა, რაც საკომიტეტო მოსმენაზე სხვადასხვა უწყების მიერ წარმოდგენილი შუალედური ანგარიშების მიხედვით გამკაცრებული რეგულაციების მიუხედავად, შრომის უსაფრთხოების კუთხით ბევრი გამოწვევა დაფიქსირდა.

 

შრომის უსაფრთხოების შესახებ ორგანული კანონის პირველი ეტაპი 2019 წლის მარტში ამოქმედდა. კანონი სრული დატვირთვით 2019 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner