გორის მუნიციპალიტეტის სოფლები დაისეტყვა. ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრედ მდებარე ახალუბანში, მეჯვრისხევსა და ახრისში სეტყვამ ბოსტნეული და ნათესები გაანადგურა. ზარალის ოდენობა დაზუსტებული არ არის. მოსახლეობის უმრავლესობას მოსავალი დაზღვეული არ ჰქონდა.
ძლიერმა სეტყვამ ასევე დააზარალა დუშეთის რაიონის რამდენიმე სოფელი. განსაკუთრებით დაზარალდა სოფელი ებნისი, სადაც სეტყვამ მოსახლეობას მოსავალი გაუნადგურა.
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა მჭადიჯვრის ადმინისტრაციულ ერთეულში ზურაბ ჯარიაშვილმა, რომელიც სტიქიის ადგილზე იმყოფებოდა, განაცხადა, რომ სახელმწიფო ზარალს დაითვლის და მოსახლეობას დაეხმარება.