logo_geo
eng_logo
სოსო გოგაშვილი მაჩალიკაშვილზე: ეს ადამიანი ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ ემზადებოდა დანაშაულის ჩასადენად
- +

8 მაისი. 2019. 13:18

 

„არ გამჭირვებია სუს-ის ინფორმაციის დაჯერება, ეს ადამიანი ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ ემზადებოდა დანაშაულის ჩასადენად“, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა პირველმა მოადგილე სოსო გოგაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

 

„ძალიან დიდი მადლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომ მომზადების პროცესში აღკვეთა ეს დანაშაული და ჩემი ოჯახი ფაქტობრივად, განადგურებას გადაურჩა, რადგან მაჩალიკაშვილს ეს ჰქონდა დაგეგმილი. ახლა უკვე პროკურატურაზეა ჯერი და მინდა, პროკურატურამ ყურადღება მიაქციოს, ეს ადამიანი როგორ მივიდა ამ დანაშაულის ჩადენამდე და მომზადებამდე. ეს ადამიანი ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ ემზადებოდა ამ დანაშაულის ჩასადენად. არ გამჭირვებია ამის დაჯერება, რადგან მქონდა ინფორმაცია, რომ მას შესაძლოა, ეს ჩაედინა. მაჩალიკაშვილისთვის ამგვარი ქმედებები უცხო არ არის. მას აქამდეც ჰქონდა კავშირები იმგვარ დაჯგუფებებთან, როგორიცაა ჩატაევის დაჯგუფება“, – განაცხადა სოსო გოგაშვილმა.

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ გამოვლინდა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერაქტის ორგანიზების გზით სოსო გოგაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მკვლელობის თაობაზე. ამასთან, სუს-მა დღესვე მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბრის აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც უწყების მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილთან ტერაქტის მომზადებაზე საუბრობს. სუს-ის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბარი სატელეფონო ჩანაწერი არ არის.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner