logo_geo
eng_logo
მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში 15:00 საათზე უნდა მივიდეს
- +

8 მაისი. 2019. 13:44

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მალხაზ მაჩალიკაშვილი დაკითხვაზე ისევ დაიბარა.

 

მაჩალიკაშვილი უწყებაში გამოკითხვაზე 15:00 საათზე უნდა მივიდეს.

 

ამასთან, ამ წუთებში დაკითხვაზე იმყოფება მაჩალიკაშვილის ახლობელი, ასლან მარგოშვილი. მისი დაკითხვა ტერაქტის მომზადების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს.

 

ცნობისათვის, გუშინ სუს-მა აუდიომასალა გაავრცელა, სადაც ისმის, თუ როგორ გეგმავდა მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმიშვილთან, მორის (ჰუსეინი) მაჩალიკაშვილთან ერთად სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის „განადგურებას“ მისი მამის საფლავზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner