logo_geo
eng_logo
ვლადიმირ პუტინი: რუსეთს თურქეთთან ურთიერთობის აღდგენა სურს
- +

29 მაისი. 2016. 10:59



რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებით, რუსეთს თურქეთთან ურთიერთობის აღდგენა სურს.



ჩვენ რუსეთ-თურქეთის თანამშრომლობის უპრეცენდენტო დონეზე ასაყვანად მრავალი წელი ვიშრომეთ და ამ დონის შენარჩუნება რუსეთის ინტერესებში შედის", - განაცხადა პუტინმა.  ქვეყნის პირველის პირის განმარტებით, ის თურქული მხარის მხრიდან ისმენს განცხადებებს, რომლის მიხედვითაც ანკარასაც სურს მოსკოვთან ურთიერთობის გაუმჯობესება, თუმცა პუტინი მიიჩნევს, რომ თურქეთი თანამშრომლობის აღსადგენად სათანადო ნაბიჯების გადადგმას არ ჩქარობს.



პუტინის თქმით, რუსეთის ოფიციალური პირები თურქეთისგან მსგავს ქმედებას არ ელოდნენ.



ჩვენ ხომ არ ვაპირებდით თურქეთში, თურქი მეომრების წინააღმდეგ საბრძოლო ოპერაციის წარმოებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი პასუხი სრულიად განსხვავებული და გაცილებით რადიკალური იქნებოდა", -განაცხადა პუტინმა.



თურქეთმა რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების სურვილი არაერთხელ გამოთქვა. ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრის ბინალი იალდირიმის განცხადებით, ქვეყნის ხელისუფლება მოსკოვთან თანამშრომლობის აღსადგენად მუშაობას აქტიურად განაგრძობს.



თურქეთმა რუსეთის სუ-24 ტიპის ავიაგამანადგურებელი გასული წლის ნოემბერში ჩამოაგდო, რამაც ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობა ჩიხში შეიყვანა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner