logo_geo
eng_logo
GDS-ის ჟურნალისტი ზვიად თხელიძე გარდაიცვალა
- +

29 მაისი. 2016. 11:31



ხანდას ხეობაში ტრაგიკულად დაიღუპა ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა „2030"-ის ჟურნალისტი ზვიად თხელიძე. ზვიადი ხადას ხეობაში გადაღებაზე იმყოფებოდა. მისი ცხედარი მაშველებმა დღეს, გამთენიისას იპოვეს.



ტრაგიკული შემთხვევა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოხდა. ზვიად თხელიძეს დუშეთში, ხადას ხეობაში, მდინარეში გადასაღები აპარატი ჩაუვარდა, მისი ამოღების მცდელობისას კი მდინარეში ჩავარდა და დინებამ გაიტაცა. ადგილზე 50-მდე მაშველი მუშაობდა.


„რეპორტიორი" ჟურნალისტის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახსა და კოლეგებს უსამძიმრებს.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner