logo_geo
eng_logo
სოსო გოგაშვილი: არ გამოვრიცხავ, ზოგიერთებმა მაჩალიკაშვილს რამე დამართონ და ისრები ჩემკენ გადმოწიონ
- +

8 მაისი. 2019. 16:00

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე სოსო გოგაშვილი არ გამორიცხავს, რომ გარკვეულმა პირებმა მალხაზ მაჩალიკაშვილს „რამე დამართონ, ისრები კი მისკენ გადაწიონ“.

 

ამის შესახებ გოგაშვილი „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს.

 

„მე რა თქმა უნდა, ვარ კანონმორჩილი მოქალაქე და არანაირ უკანონობას არ ჩავიდენ. არ ჩამიდენია და არც შურისძიების მოტივი მამოძრავებს. ამას მინდა ხაზი გავუსვა, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ადამიანებმა, რომლებიც მაჩალიკაშვილს და მის ტრაგედიას პოლიტიკურად იყენებენ, მას რამე დამართონ და ამით ისრები ჩემკენ და ხელისუფლებისკენ გადმოწიონ“,- განაცხადა სოსო გოგაშვილმა.

 

აღნიშნულ კონტექსტში სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, „მაქსიმალური ზომები მიიღონ, რათა ეს არ მოხდეს“.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner