logo_geo
eng_logo
ნადეჟდა სავჩენკო პუტინს შეწყალებისთვის მადლობას არ გადაუხდის
- +

29 მაისი. 2016. 11:32



ნადეჟდა სავჩენკო თავისი შეწყალებისთვის პუტინს მადლობას არ გადაუხდის. სავჩენკოს თქმით, სწორედ პუტინმა წაართვა მას თავისუფლება, ამიტომ მისი შეწყალება პუტინის მხრიდან ჩადენილი შეცდომების გამოსწორებაა.



შესაძლოა მადლობა გადავუხადო, თუ სხვა უკრაინელებს გაათავისუფლებს", - აღნიშნა სავჩენკომ.



უკრაინელი მფრინავი 2014 წლის ივნისში ლუგანსკის ოლქში ტყვედ აიყვანეს, რის შემდეგაც რუსეთის ტერიტორიაზე ჩაიყვანეს. მიმდინარე წლის მარტში როსტოვის სასამართლომ მას რუსი ჟურნალისტების მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და 22-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

სავჩენკო 26 მაისს გაათავისუფლეს, რუსული მედიის ცნობით, პუტინმა ის შეიწყალა.



სავჩენკო უკრაინაში დაკავებულ რუსეთის ორ მოქალაქეზე, ევეგენი ეროფეევსა და ალექსანდრ ალექსანდროვზე გაცვალეს, რომლებიც, უკრაინული მედიის ცნობით, მოქმედი რუსი სამხედროები არიან.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner