logo_geo
eng_logo
დავითგარეჯის საკითხზე ილია მეორემ შეიხი რამინ იგიდოვი და მუფტი იასინ ალიევი მიიღო
- +

8 მაისი. 2019. 18:21

 

 

დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოში მორიგი შეხვედრები გაიმართა. შეხვედრების შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

 

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად სრულიად საქართველოს შეიხი, რამინ იგიდოვი, აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი, იასინ ალიევი და ოქტაი ისაევი მიიღო.

 

სტუმართა მხრიდან აღინიშნა, რომ საუკუნეების მანძილზე ჩვენს მშვიდობიან თანაცხოვრებაში უდიდესი წვლილი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მიუძღვის“, – აცხადებენ საქართველოს საპატრიარქოში.

 

საპატრიარქოს ცნობით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სტუმრების მიმართ პატივისცემა კიდევ ერთხელ დაადასტურა და იმედი გამოთქვა, რომ შექმნილი მდგომარეობა მშვიდობიანი გზით სამართლიანად გადაწყდება.

 

ამასთან, დავით გარეჯის საკითხზე​ 4 და 5 მაისს საქართველოს საპატრიარქოში შედგა შეხვედრა აზერბაიჯანის ელჩ დურსუნ ჰასანოვთან და სრულიად კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელ ფაშა ზადეს წარმომადგენელ ალი ალიევთან.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner