logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე მაჩალიკაშვილზე: უსაფრთხოების სამსახურმა უმძიმესი დანაშაულის პრევენცია შეძლო
- +

8 მაისი. 2019. 18:36

 

 

„გუშინ დავინახეთ, რომ უსაფრთხოების სამსახურმა შეძლო უმძიმესი დანაშაულის პრევენცია და მადლობა მათ ამისთვის. რეაგირებას რაც შეეხება, მიმდინარეობს მტკიცებულებების შესწავლა და ამას მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი ქმედებები“, - ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სუს-ის მიერ გაკეთებულ გუშინდელ განცხადებას მალხაზ მაჩალიკაშვილზე.

 

„უსაფრთხოების სამსახურმა უმძიმესი დანაშაულის პრევენცია შეძლო. ყველამ ვიხილეთ ეს გუშინ. ამასთან, პროკურატურამ გააკეთა განცხადება, მასალები გადაგზავნილია და პროკურატურა სწავლობს მტკიცებულებებს. მე მსურს გიპასუხოთ როგორც რიგითმა მოქალაქემ. გუშინ დავინახეთ რომ უსაფრთხოების სამსახურმა შეძლო უმძიმესი დანაშაულის პრევენცია და მადლობა მათ ამისთვის. რეაგირებას რაც შეეხება, მიმდინარეობს მტკიცებულებების შესწავლა და ამას მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი ქმედებები“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner