„როგორც წესი, როცა სადღაც რაღაცის გასაკეთებლად მივდივარ, ძირითადად ცენტრალურ მოთამაშედ მოვიაზრები. აქედან გამომდინარე სავარაუდოდ სიაში ვიქნები", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში პაატა ბურჭულაძის მოძრაობის - "სახელმწიფო ხალხისთვის" წევრმა, ნინო კუზანოვამ.
„საქართველოში არ მგონია, ვინმეს ჰქონდეს იმის მიზანი, რომ დააკნინოს ქვეყანა. ორად-ორი კითხვა დავსი, იყო თუ არა ეს პარტია ვინმეს სატელიტი პარტია და გადაეცემოდა თუ არა ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი ხმა ვინმე სხვა ძალას, რაზეც მივიღე დაბეჯითებითი უარი. ჩემთვის ეს საკმარისი არგუმენტი იყო, რომ მე ამ პარტიის მუშაობაში ჩავრთულიყავი."- აღნიშნა ნინო კუზანოვამ.