logo_geo
eng_logo
სურამის გზაზე დაცვის პოლიციის მანქანა ავარიაში მოხვდა
- +

8 მაისი. 2019. 21:03

 

 

სურამისკენ მიმავალ გზაზე დაცვის პოლიციის მანქანა ავარიაში მოხვდა. არსებული ინფორმაციით, ავტომანქანა „ჰონდას“ მარკის ავტომობილს შეეჯახა და ავარიის შედეგად, სანიაღვრე არხში ჩავარდა.

 

დაცვის პოლიციის მანქანას თანხა გადაჰქონდა. ამის გამო, სამართალდამცველებმა პერიმეტრი სპეციალური ლენტებით გადაკეტეს.

 

როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე დაცვის პოლიციის მეორე ავტომობილს ელოდებიან, სადაც მანქანაში არსებულ თანხას გადაიტანენ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner