საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრება. ამ ინფორმაციას ადასტურებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
სხდომას ასევე დაესწრებიან მთავრობის ის წევრებიც, რომლებიც უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში შედიან.
საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა 30 მაისს, 15:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართება.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია სამი საკითხის განხილვა:
1. მზადება NATO-ს ვარშავის სამიტისთვის;
2. რეგიონული უსაფრთხოების საკითხები;
3. უსაფრთხოების გარემო საოკუპაციო ხაზის მიმდებარე რაიონებში;
გიორგი კვირიკაშვილი და მინისტრთა კაბინეტის წევრები უშიშროების საბჭოს წინა სხდომებსაც ესწრებოდნენ.