logo_geo
eng_logo
თურქეთის ოპოზიცია ერდოღანის მანდატის ანულირებას ითხოვს
- +

9 მაისი. 2019. 01:23

თურქეთის ოპოზიცია ერდოღანის მანდატის ანულირებას ითხოვს. ამის შესახებ განცხადება „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მუჰარემ ერკეკმა გააკეთა.

 

მისი თქმით, თუ უმაღლესმა საარჩევნო საბჭომ სტამბოლის მერის არჩევნების შედეგები გააუქმა, მაშინ იგივე უნდა მოხდეს პრეზიდენტის შემთხვევაშიც, რადგან როგორც ოპოზიცია ამტკიცებს, საპრეზიდენტო არჩევნების დროს იგივე კანონები და რეგულაციები მოქმედებდა, რაც მუნიციპალური არჩევნების პერიოდში.

 

„თუ ეკრემ იმამოღლუს მანდატს აუქმებთ, მაშინ უნდა გააუქმოთ პრეზიდენტ ერდოღანის მანდატიც, რადგან მისი არჩევის დროს იგივე კანონები და რეგულაციების მოქმედებდა, რაც მუნიციპალური არჩევნების დროს. იგივე იყო საარჩევნო უბნებზე არსებული პირობებიც“, – განაცხადა მუჰარემ ერკეკმა.

 

31 მარტს გამართული მუნიციპალური არჩევნების შედეგად სტამბოლში ოპოზიციონერმა, ეკრემ იმამოღლუმ გაიმარჯვა, თუმცა მოგვიანებით უმაღლესმა საარჩევნო საბჭომ, მმართველი პარტიის მოთხოვნით, კენჭისყრის შედეგები გააუქმა. ხელახალი არჩევნები სტამბოლში 23 ივნისისთვის დაინიშნა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner