logo_geo
eng_logo
8 მაისს სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ კახეთის ორ რაიონში სეტყვასაშიში პროცესები გაანეიტრალა
- +

9 მაისი. 2019. 11:08

 

ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის დაქვემდებარებაში მყოფისეტყვის საწინააღმდეგო სისტემის, მართვის ცენტრის მიერ 8 მაისს კახეთის რეგიონში 140კვადრატულ კილომეტრამდე საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დამუშავდარითაც კახეთის ორ რაიონში მოსალოდნელი სეტყვა სრულად თავიდან იქნა აცილებული. 8 მაისს დღის განმავლობაში სამხრეთ-დასავლეთიდან და ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებიდან რეგიონში რამდენიმე სეტყვასაშიში ღრუბლის ფრონტალური მასა შემოვიდა.

 

15:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე გურჯაანის და თელავის მუნიციპალიტეტებში ღრუბლები რამდენიმე ეტაპად დამუშავდა. გასროლილი იქნა რამდენიმე ათეული რაკეტა. აქტიური ზემოქმედების შედეგად ნალექის სრული მასა წვიმის სახით ჩამოიცალა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner