logo_geo
eng_logo
კადრები - ევროპის რამდენიმე ქვეყანაში მეხი ჩამოვარდა
- +

29 მაისი. 2016. 11:53



ევროპის რამდენიმე ქვეყანაში მეხი ჩამოვარდა. მეხის ჩამოვარდნას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 40-ზე მეტი კი მძიმედ დაშავდა.



BBC-ს ინფორმაციით, სამხრეთ პოლონეთში სტიქიას ალპინისტის სიცოცხლე ემსხვერპლა, დანარჩენი სამი მთასვლელი ადგილობრივ საავადმყოფოში მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს.



პარიზში მეხის ჩამოვარდნის შედეგად 10 ბავშვი და ერთი მოზარდი დაზარალდა. დაშავებულებისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენა სახანძრო სამსახურის თანამშრომელმა შეძლო. ხელისუფლების წარმომადგენელთა განმარტებით, რომ არა მეხანძრის მიერ გაწეული სამუშაო, ვითარება კიდევ უფრო ფატალური იქნებოდა.



გერმანიაში მეხი ფეხბურთის სტადიონს დაეცა, სადაც მოზარდების მატჩი მიმდინარეოდა. შემთხვევის შედეგად 35 ადამიანი დაშავდა.



მაისის შუა რიცხვებში ბანგლადეშში ჩამოვარდნილ მეხს 50 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner