logo_geo
eng_logo
პრემიერ-მინისტრმა ფაშიზმზე გამარჯვების 74 წლისთავთან დაკავშირებით უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო
- +

9 მაისი. 2019. 12:09

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ფაშიზმზე გამარჯვების 74 წლისთავთან დაკავშირებით, ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო.

 

მთავრობის მეთაურმა ფაშიზმზე გამარჯვების დღე  განსაკუთრებით მიულოცა ვეტერანებსა და მათ ოჯახებს და პატივი მიაგო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას.

 

„დღეს განსაკუთრებული დღეა კაცობრიობის ისტორიაში - ფაშიზმზე გამარჯვების დღე. მსურს, ყველას მივულოცო დღევანდელი დღე და განსაკუთრებით - მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს, ჩვენს სახელოვან ვეტერანებს. საქართველომ ძალიან დიდი მსხვერპლი გაიღო ამ ომში. 100 ათასობით ქართველი გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე და მინდა, ქედი მოვიხარო მათი ხსოვსნის წინაშე“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

მთავრობის მეთაური უცნობი ჯარისკაცის საფლავზე მინისტრთა კაბინეტის წევრებსა და თბილისის მერთან  ერთად იმყოფებოდა.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner