logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი აფხაზეთის ომის გმირების ძმები წიკლაურების სახელობის სარაგბო ფესტივალის მატჩს დაესწრო
- +

29 მაისი. 2016. 12:08



დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ყაზბეგში  „ორი ყაზბეგელი ტყუპი მორაგბის, აფხაზეთის ომის გმირების,  ვასიკო და ნუკრი  წიკლაურების სახელობის სარაგბო ფესტივალის"  ფარგლებში გამართულ მატჩს დაესწრო.


რაგბის ფესტივალი წელს პირველად ტარდება და მასში 12-წლამდე ასაკის მოზარდებისგან შემდგარი 24 გუნდი მონაწილეობს. ტურნირის მიზანს რაგბის განვითარებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა წარმოადგენს. სარაგბო ფესტივალი ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს და თამაშები მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართება. 


ტურნირის პირველ თამაშს ვასიკო და ნუკრი წიკლაურის ოჯახის წევრები, საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი ლევან მაისაშვილი და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.


ბაბუშერას აეროპორტში, თვითმფრინავის აფეთქებისას, ერთი ოჯახიდან დაღუპული ოთხი ქართველი გმირი - ვასიკო და ნუკრი წიკლაურები და მათი დისშვილები თემურ და ზურაბ ზალდასტანიშვილები  აფხაზეთიდან 2014  წელს  ჩამოასვენეს.  ქართველი მებრძოლები დიღმის ძმათა სასაფლაოზე  დაკრძალეს.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner