logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: რუსული გავლენა საქართველოში მცირდება და ეს ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი დამსახურებაა
- +

9 მაისი. 2019. 12:31

 

„რუსული გავლენა საქართველოში მცირდება, ამაზე მეტყველებს არჩევნების შედეგებიც, პრორუსული პარტიები უფრი ნაკლებ ხმებს იღებენ საქართველოში“,-  ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენებისა ე.წ. უკვდავი პოლკის მიერ გამართული საპროტესტო აქციის თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 

„ეს არის, რა თქმა უნდა, სამწუხარო მოვლენა ჩვენთვის. მნიშვნელოვანია, ვიზრუნოთ იმაზე, რომ რუსული გავლენა არ გაფართოვდეს და თქვენ ხედავთ რომ გასული წლების განმავლობაში არათუ არ ფართოვდება, მცირდება რუსული გავლენა საქართველოში. ამაზე მეტყველებს არჩევნების შედეგებიც, პრორუსული პარტიები უფრო ნაკლებ ხმებს იღებენ საქართველოში. ეს არის ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი დამსახურება.

აქციის მოწყობა შეუძლია ყველას, მთავარია როგორია ამაზე ხელისუფლების რეაგირება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner