logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: „ნაციონალებმა“ ყაჩაღურად მიითვისეს „რუსთავი 2“ და დღემდე რჩება სააკაშვილის საკუთრებაში
- +

9 მაისი. 2019. 12:42

 

„მე მინდა ნინო გვენეტაძეს მივულოცო. ეს არის ძალიან საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი თანამდებობა. მეც თსუ-ის პროფესორი გახლავართ და მიხარია, რომ ის იქნება ჩემი კოლეგა. აქედან გამომდინარე მთელი სულით და გულით ვულოცავ ამ თანამდებობის დაკავებას.

 

ოპოზიციის განცხადებები არის სპეკულაცია, რაც მოსალოდნელი იყო. ოპოზიცია ყოველთვის სპეკულირებს ასეთ საკითხებზე და არავის გაკვირვებია, ბუნებრივია“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

 

„მე ნინო გვენეტაძეც „კლანის“ წევრი მეგონა, იმიტომ, რომ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით მიიღო იგივე გადაწყვეტილება, რაც დანარჩენმა 8 მოსამართლემ. „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო უზენაესი სასამართლოს 9 მოსამართლემ. თქვენ გახსოვთ, რომ ვენეციის კომისიამ ამ 9 მოსამართლიდან 8 მოსამართლეს უვადოდ დანიშვნის გადაწყვეტილებას რეკომენდაცია გაუწია. არანაირი კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მიიღო 9 მოსამართლემ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება, არ არსებობს. მათ მიიღეს ის გადაწყვეტილება, რაც ისედაც ყველამ ვიცოდით. „ნაციონალურმა მოძრაობამ" თავის დროზე ყაჩაღურად მიითვისა „რუსთავი 2“, ისევე როგორც „იმედი“ და „საზოგადოებრივი მაუწყებელი“. „რუსთავი 2“ დღემდე რჩება სააკაშვილის საკუთრებაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner