logo_geo
eng_logo
გიორგი ტყემალაძემ დეპუტატებთან ერთად, უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო
- +

9 მაისი. 2019. 14:16

 

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, საკრებულოს დეპუტატებთან ერთად, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგო. ტყემალაძემ და  საკრებულოს წევრებმა ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკეს.  საკრებულოს თავმჯდომარემ  ომის ვეტერანებს ჯანმრთელობა უსურვა და დღევანდელი დღე მიულოცა.

 

„ფასდაუდებელია ომის ვეტერანების  ღვაწლი სამშობლოს წინაშე. სწორედ მათი თავგანწირვის შედეგად მოვიპოვეთ გამარჯვება. ყველაზე დიდი მსხვერპლი სწორედ ქართველებს შორის იყო. მინდა, განსაკუთრებული სითბოთი მივულოცო ჩვენს ვეტერანებს დღევანდელი დღე და მათ დღეგრძელობა ვუსურვო. ჩვენ არასდროს დავივიწყებთ მათ ღვაწლს სამშობლოს წინაშე“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner