საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა პანკისის სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს პარლამენტთან გაშლილ კარავში დაკითხვაზე დაბარების უწყება გადასცეს, რომელიც მაჩალიკაშვილმა არ ჩაიბარა.
საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლებმა მალხაზ მაჩალიკაშვილი გააფრთხილეს, რომ ის დღეს საგამოძიებო უწყებაში დაკითხვაზე 15:00 საათზეა დაბარებული.
მაჩალიკაშვილმა ოქმს ხელი არ მოაწერა, რის შემდეგაც საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლებმა ტერიტორია დატოვეს.