პოლიტიკური მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის" თავმჯდომარე პაატა ბურჭულაძე არ გამორიცხავს, რომ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წამოაყენოს.
ბურჭულაძის თქმით, დაწყებულ ბრძოლას ის ბოლომდე მიიყვანს და საკუთარ ამომრჩეველს არ მიატოვებს.
„მე თუ ეს დავიწყე ბოლომდე მივყვები. ჩემს გუნდს და ამომრჩეველს არ ვუღალატებ და არ არის გამორიცხული, ამ ქვეყანას პრემიერ-მინისტრადაც მოვევლინო. არ ვარ ის ადამიანი დავიწყო, მერე აპოლიტიკური გავხდე და ჩრდილში გადავიდე. პროცესებს აუცილებლად ბოლომდე მივყვები", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
ბურჭულაძე კატეგორიულად გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ რამდენიმე თვეში მთავრობის მეთაურის პოსტი დატოვოს. „გამორიცხულია", - პასუხობს ბურჭულაძე ჟურნალისტის მიერ დასმულ შესაბამის კითხვას.