logo_geo
eng_logo
„ბატონო პაატა, ეს უნდა დავინახოთ!“ - დავით ოქიტაშვილი პაატა ბურჭულაძეს მიმართავს
- +

30 მაისი. 2016. 03:22



კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი პაატა ბურჭულაძის გუშინდელ, სატელევიზიო ეთერით გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.   


ბატონო პაატა! მთავარი დანაპირები, რაც ,,ქართულმა ოცნებამ" შეასრულა - ქართველ ხალხს მოგვაშორა პოლიციური და სისხლიანი რეჟიმი, 26 მაისისა და 7 ნოემბრის შემქმნელები. რაც მთავარია, ჩვენი ამაყი ახალგაზრდობა გადაგვარებას, წამებასა და გაუბედურებას გადაარჩინა.

 

 

4 წლის წინ, რადიკალურად სხვა გამოწვევის წინაშე იდგა ქვეყანა. 2012 წელს   მთავარი ამოცანა იყო სწორედ ამ ძალადობრივი რეჟიმის დამარცხება და ეს უმთავრსი დანაპირები შესრულდა. შეცდომები რა თქმა უნდა იყო, მაგრამ ერთ-ერთი, რაც ამ წლების განმავლობაში   არ ყოფილა - არ დევნიან თავისუფალ სიტყვას და არ ხდება ზეწოლა მედიაზე, სასამართლოზე, ხელოვანებზე, არ ემუქრებიან  ძალადობრივი გზებით. ეს არც ისეთი ცოტაა ამ პერიოდისთვის", - განაცხადა ოქიტაშვილმა.



მისი თქმით, მოქმედი ხელისუფლების პირობებში შემოქმედებითი ადამიანები აღარ არიან დაყოფილები ლოიალურებად და მოწინააღმდეგეებად, ჩარეცხილებად, მთავრობისთვის მისაღებ და მიუღებელ ხელოვანებად.


 

დღეს ხელოვანებს შორის არ არის გამყოფი კედელი და შემოქმედს, თავის საქმის პროფესიონალს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების საშუალება ეძლევაამგვარი სელექციის მავნე და შეურაცხმყოფელი პრაქტიკა დასრულებულიადა ეს უნდა დავინახოთ", - ამბობს ოქიტაშვილი.



მისი განცხადებით, დღეს თავისუფალი სიტყვის გამოხატვისათვის არავინ იდევნება და განსხვავებული აზრის დაფიქსირების გამო არავის იჭერენ.



დღეს არავის გვეშინია თავისუფალი სიტყვის, განსხვავებული აზრის დაფიქსირების, ამისთვის არ დევნიან და იჭერენ ადამიანებსეს არის ცივილური მიდგომა და ნორმალური პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ცხოვრება, ეს კულტურა დღეს საქართევლოშ დამყარდა''-განაცხადა ოქიტაშვილმა.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner