საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება ძლიერი საქართველოსთვის“ წევრმა ირაკლი აბუსერიძემ საკრებულოს წევრ ლევან დავითაშვილთან და ისნის რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძესთან ერთად მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს სევრო კვიჟინაძეს 9 მაისი მიულოცა და სასაჩუქრე ნობათი გადასცა.
ირაკლი აბუსერიძემ ფაშიზმზე გამარჯვების დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვეტერანების ღვაწლი ამ გამარჯვებაში ფასდაუდებელია.
„9 მაისი ეს არის დიდ სამამულო ომში გამარჯვების დღე, რომელმაც შთამომავლობის ბედი შეცვალა. მინდა მადლობა გადავუხადო და დღევანდელი დღე მივულოცო ყველა ვეტერანს, ვინც ამ ბრძოლაში იღებდა მონაწილეობას, ვუსურვო მათ ჯანმრთელობა და დღეგრძელობა. ამ ადამიანების ღვაწლი და თავდადება დასაფასებელია, მათზე ზრუნვა, პატივისცემის და ყურადღების გამოხატვა ჩვენთვისვე არის მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ირქაკლი აბუსერიძემ.