41 წლის ასაკში, ანუ ნახევარი ცხოვრების გავის შემდეგ, სვეტლანა ალილუევამ საბჭოთა კავშირი დატოვა, როცა ბოლოს და ბოლოს აშშ-ის ტურისტული ვიზა და იქ ჩასვლის თანხმობა მიიღო.
ამერიკელები მას ისე შეხვდნენ, როგორც საბჭოთა კავშირიდან გაქცეულთა შორის ყველაზე ცნობილ ადამიანს. მართლაც ასე იყო - სვეტლანა იოსებ სტალინის შვილი გახლდათ.
საბჭოთა კავშირში სვეტლანა ალილუევას ცხოვრება ნამდვილ ჯოჯოხეთად იქცა. დედამ, ნადეჟდა ალილუევამ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მაშინ სვეტლანა შვიდი წლისაც არ იყო. წმენდას, რომელიც სტალინმა მოაწყო 30-იან წლებში, მისი მრავალი ნათესავი ემსხვერპლა.