პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური მოძრაობის წევრი ნინო ნადირაძე -კუზანოვა facebook-ზე პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ ის ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების მომხრეა.
„მოკლედ. მზად ვარ ჩავიქოლო და ჩემი უსაყვარლესი ფრენდლისტი განახევრდეს, მაგრამ უნდა დავაფიქსირო ჩემი აზრი ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ! ეს ადამიანები არიან ჩვენი მოქალაქეები, ისინი არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დარჩნენ კანონგარეშე! ეს ქორწინებასაც უნდა ეხებოდეს! აკრძალვა ყოველთვის დამალვას და აგრესიას იწვევს! მათ არ უნდა იგრძნონ თავი კანონს მიღმა!
პ.ს. არანაირი გრანტი არ მიმიღია, მართლა ასე ვფიქრობ!", - წერს ნადირაძე