logo_geo
eng_logo
პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში ჯანრი კაშიას ბიბლიოთეკა გაიხსნა
- +

9 მაისი. 2019. 17:49

 

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეექვსე კორპუსში ჯანრი კაშიას ბიბლიოთეკა გაიხსნა.

 

ჯანრი კაშიას ბიბლიოთეკა, მისმა მეუღლემ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცა. ბიბლიოთეკა 2000-ზე მეტი უნიკალური გამოცემისგან შედგება. მათ შორის არის, საბჭოთა პერიოდში აკრძალული ლიტერატურა, თვითგამოცემები, ქართველ ემიგრანტთა გამოცემები, პერიოდიკა ქართულ და უცხოურ ენებზე, ასევე ჯანრი კაშიას პირადი არქივი. ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ეს კოლექცია ცალკე ფონდად შეინახა.

 

სალომე ზურაბიშვილმა ეროვნულ ბიბლიოთეკას გასულ წლებში ასევე გადასცა ჯანრი კაშიას მიერ შეგროვილი ქართული პოლიტიკური ემიგრაციის არქივი, რომელიც დაცულია ეროვნული ბიბლიოთეკის ემიგრაციის დარბაზში.

 

„დღეს სასიხარულო და ბედნიერი დღეა. ეს არი დღე, როცა სრულდება ჯანრის დიდი ხნის ოცნება. წლების მანძილზე აგროვებდა მთელს მსოფლიოში ამ წიგნებს, აქედან რომ მიდიოდა, გაყიდა და არ იცოდა, როდის დაბრუნდებოდა. იქ დაიწყო ახალი წიგნების შეძენა და ყველგან თან დაატარებდა ამ წიგნებს. სულ მუდამ მე რაც მახსოვს საუბარი იყო, რომ მოდი, ვნახოთ სადმე ადგილი, სადაც ეს ბიბლიოთეკა განთავსდება და ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. როცა ჩვენ დავბრუნდით საქართველოში, თან წამოვიღეთ წიგნები. რაღაც ნაწილი სახლშიც დავიტოვე, რომ ვიგრძნო, ის ისევ არსებობს, მაგრამ მისი სული აქაც არის. ყველა წიგნს აქვს მისი მიწერილი, სად ეთანხმება და არ ეთანხმება, ეს მნიშვნელოვანია. მისი დაბადების დღე იყო გუშინ 80 წელი შეუსრულდებოდა, ეს საჩუქარი გაუხარდებოდა“, -განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

ბიბლიოთეკაში ინახება სალომე ზურაბიშვილის მიერ გადმოცემული მამის, ლევან ზურაბიშვილის პირადი ბიბლიოთეკის უნიკალური გამოცემებიც.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner