logo_geo
eng_logo
ხვალ, ლევან დავითაშვილი და ირაკლი ლექვინაძე ასოციაციებსა და ბიზნესს ახალ პაკეტს გააცნობენ
- +

9 მაისი. 2019. 18:14

 

10 მაისს, 16:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში (თბილისი, ინგოროყვას ქ#7, შეხვედრების ოთახი N1) გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და ბიზნესომბუდსმენი ირაკლი  ლექვინაძე ბიზნეს ასოციაციების და საქართველოში მოქმედ მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტს და მისგან გამომდინარე საკანონდებლო ცვლილებათა პაკეტს გააცნობენ.

 

აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის მიზანია გარემოზე ზიანის მიყენების საკითხების სამართლებრივი რეგულირება, „დამბინძურებელი იხდის“ პრინციპის შესაბამისად.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner