„მე ვიტყოდი, რომ ეს არის მოკლევადიანი რყევა, რომელიც თავისით დასტაბილურდება“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ლარის კურსის კომენტირებისას განაცხადა.
„ძალიან ყურადღებით ვადევნებთ მაკროეკონომიკურ პარამეტრებს თვალყურს და არც ერთი ფუნდამენტური ფაქტორის ცვლილება არ გვაფიქრებინებს, რომ შეიძლება რაიმე გაუფასურებასთან გვქონდეს საქმე. ეკონომიკა იზრდება, მარტში ძალიან მაღალი, 6%-იანი ზრდა გვქონდა, ექსპორტი იზრდება შესაბამისად საქმე გვაქვს მოკლევადიან რყევასთან, რომელიც თავისით დასტაბილურდება“, - განაცხადა თურნავამ.