logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა ლარის კურსზე: ეს არის მოკლევადიანი რყევა, რომელიც თავისით დასტაბილურდება
- +

9 მაისი. 2019. 20:04

 

„მე ვიტყოდი, რომ ეს არის მოკლევადიანი რყევა, რომელიც თავისით დასტაბილურდება“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ლარის კურსის კომენტირებისას განაცხადა.

 

„ძალიან ყურადღებით ვადევნებთ მაკროეკონომიკურ პარამეტრებს თვალყურს და არც ერთი ფუნდამენტური ფაქტორის ცვლილება არ გვაფიქრებინებს, რომ შეიძლება რაიმე გაუფასურებასთან გვქონდეს საქმე. ეკონომიკა იზრდება, მარტში ძალიან მაღალი, 6%-იანი ზრდა გვქონდა, ექსპორტი იზრდება შესაბამისად საქმე გვაქვს მოკლევადიან რყევასთან, რომელიც თავისით დასტაბილურდება“, - განაცხადა თურნავამ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner