logo_geo
eng_logo
ოთარ ანგურიძე: ძალიან მნიშვნელოვანია, როცა მინისტრი ექსპერტებსა და ეკონომისტებს გვხვდება
- +

10 მაისი. 2019. 00:46

 

ეკონომიკის ექსპერტის ოთარ ანგურიძის განცხადებით, ყველა განვითარებულ ქვეყანაში ეკონომიკა სწორედ ისეთი ფორმატის მუშაობით იგეგმება, როგორიც დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ნათია თურნავასთან გაიმართა.

 

„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, როცა მინისტრი გვხვდება ეკონომისტებს და ექსპერტებს, რადგან აქამდე ეს ხიდი ჩატეხილი იყო წლების განმავლობაში, არ იყო არანაირი კომუნიკაცია, თუ როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო ეკონომიკური განვითარების ერთობლივი დაგეგმარება“, - განაცხადა ოთარ ანგურიძემ.

 

მისი შეფასებით, თუ ასეთი შეხვედრები ხშირად შედგება და შემდგომ უფრო საქმიან ფორმატში გადაიზრდება, ეს წაადგება ჩვენს ეკონომიკას, რადგან ყველა განვითარებულ ქვეყანაში ეკონომიკა სწორედ ასეთი ფორმატის მუშაობით იგეგმება.

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დღეს საკუთარი ინიციატივით მეცნიერ-ეკონომისტებსა და ეკონომიკის დარგის ექსპერტებს შეხვდა. ნათია თურნავამ მათ საკუთარი ხედვები, გეგმები და  პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები ეკატერინე მიქაბაძე და გენადი არველაძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner