„სრული სიმართლეა!" - ასე ეხმაურება ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია პროფესორისა და ლექტორის ზაზა სიამაშვილის მიმართვას, რომლის ადრესატი გიგა ბოკერიას დედა, მოჭადრაკე ნანა ალექსანდრიაა.
„ბოკერიას, როგორც კაცთმოძულეს ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი ითამაშა დედის ფაქტორმა! დედის, რომელიც წლების განმავლობაში მარცხდებოდა პირველობისთვის ბრძოლაში! დედის, რომელიც ყოველი მარცხის შემდეგ ისტერიკაში და დეპრესიაში ვარდებოდა! რომელსაც სძულდა მისი მოწინააღმდეგე (საქართველოს, ერის
სიამაყე) და ამ სიძულვილს შვილთან არ მალავდა! ბოკერიას ყოველი სიძულვილით გაჟღენთილი ნაბიჯი, ანგარიშსწორებაა დედის ნაცვლად!!! ანგარიშსწორება იმ ერის, იმ სამყაროს მიმართ, რომელმაც დედამისი მსოფლიო ჩემპიონად არ მიიღო!
გავუფრთხილდეთ შვილებს! ნუ მოვახვევთ თავს ჩვენ მარცხს და სიძულვილს, თორემ ისინი ბოკერიას მსგავსად დაუწყებენ ბრძოლას კაცობრიობას და მასსავით დამარცხდებიან!", - წერს ხოფერია.