logo_geo
eng_logo
ემანუელ მაკრონი: თუ ირანი ბირთვული შეთანხმებიდან გავა, ეს აშშ-ის პასუხისმგებლობა იქნება
- +

10 მაისი. 2019. 01:29

 

„თუ ირანი ბირთვული შეთანხმებიდან გავა, ეს ამერიკის შეერთებული შტატების პასუხისმგებლობა იქნება“, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ევროპამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ირანი ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმიდან არ გავიდეს.

 

ამასთან, საფრანგეთის ლიდერი ბირთვული შეთანხმების ხელმომწერ გერმანიასა და გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად ფიქრობს, რომ აღნიშნული შეთანხმება საკმარისი არ არის და საჭიროა ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით დისკუსიების გამართვა 2025 წლის შემდგომ პერიოდზეც. თუმცა, ემანუელ მაკრონის აზრით, შეთანხმების ლიკვიდაციის შემთხვევაში, ამ მიმართულებით წინსვლა ვერ მოხერხდება.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner